
ავტორი
Front News საქართველო
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე კობა ნაკაიძე და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძე ოსტეოპოროზის პრევენციული სკრინინგის პროგრამის მიმდინარეობას გაეცნენ.
პროგრამის მიზანია ოსტეოპენიის და ოსტეოპოროზის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მოტეხილობების და დაავადების გართულებების რისკს. სკრინინგი უტარდებათ აჭარის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 50 წელს გადაცილებულ ქალებს და 60 წელს გადაცილებულ კაცებს რისკფაქტორების გათვალისწინებით. სკრინინგი ითვალისწინებს დენსიტომეტრიულ კვლევას (რენტგენოაბსორბციული დენსიტომეტრია), რომელიც ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივის შეფასების ყველაზე ეფექტურია მეთოდია.
"ოსტეოპოროზის სკრინინგზე მოქალაქეთა მომართვა მაღალია, აღნიშნულის გათვალისწინებით, შარშანდელთან შედარებით გაიზარდა ბენეფიციართა რაოდენობა. ოსტეოპოროზის ადრეული გამოვლენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულ ასაკში ცხოვრების ხარისხისა და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად”, - განაცხადა კობა ნაკაიძემ.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის ნონა ეფაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი აგრძელებს მოსახლეობის ინფორმირებას და პრევენციული მომსახურებების ხელმისაწვდომობის გაზრდას, რათა რისკჯგუფში მყოფმა მოქალაქეებმა დროულად ჩაიტარონ კვლევა და საჭიროების შემთხვევაში მიიღონ შესაბამისი სამედიცინო მართვა.
მიმდინარე წელს პროგრამის ფარგლებში მომსახურებას მიიღებს 1 200-მდე ბენეფიციარი. პროგრამა ხორციელდება „ევექსის“ და „სოლომედის“ კლინიკებში.
თაგები:
აჭარა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს