აჭარაში ყალბი დოკუმენტის დამზადება გასაღების ბრალდებით სამი პირი დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 2000 წელს დაბადებული ბ.ქ., 1997 წელს დაბადებული დ.ქ. და 1971 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ჰ.ქ. დააკავეს.
მათ ბრალად ედებათ ყალბი დოკუმენტის დამზადება შენახვა-გასაღების და გამოყენების მიზნით.
დანაშაული თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ბათუმში, თავიანთ საცხოვრებელ ბინაში სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, სხვადასხვა სახის ყალბ ოფიციალურ დოკუმენტს, მათ შორის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის, პირადობისა და ბინადრობის ყალბ მოწმობებს ამზადებდნენ.
დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია ბრალდებულების მიერ დამზადებული ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, პერსონალური კომპიუტერები, სპეციალური ტექნიკა და ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს