აჭარაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 31 წლის იუბილე აღინიშნა


ავტორი
Front News საქართველო
აჭარაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 31 წლის იუბილე აღინიშნა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსთან, გენერალ-ლეიტენანტ ანზორ ჩუბინიძეთან ერთად სამმართველოს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და ხაზი გაუსვა მათი საქმიანობის მნიშვნელობას სახელმწიფო ინსტიტუტების უსაფრთხოების განმტკიცებაში.
"მნიშვნელოვანია თქვენი როლი სახელმწიფოებრიობის დაცვასა და განმტკიცებაში. პროფესიონალიზმითა და თავდადებული სამსახურით, უკვე წლებია, აძლიერებთ ჩვენ სახელმწიფოს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ანზორ ჩუბინიძეს. მისი ხელმძღვანელობითა და თითოეული თქვენგანის ძალისხმევით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ჩამოყალიბდა საერთაშორისო სტანდარტების ძლიერ ინსტიტუტად, რომელიც მზად არის უპასუხოს ნებისმიერ გამოწვევას“ - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
თაგები:
აჭარა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს