აჭარაში შვილის გაუპატიურებისა და მუქარის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1980 წელს დაბადებული შ.ი. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული თავისუფლების 13 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მამაკაცი როგორც თურქეთში, ასევე, საქართველოში ყოფნისას საკუთარ შვილზე სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, სექსუალურად სისტემატურად ძალადობდა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შ.ი. ბრალდებულის სახით ბათუმში დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე და 11 პრიმა 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს