Logo

აჭარაში სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანია ჩატარდა

რეგიონები
80
Frontnews image description

აჭარაში სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანია ჩატარდა.

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და დაავადებათა პრევენციის მიზნით, მრავალპროფილური სკრინინგის პროცესს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე დაესწრნენ. პაატა იმნაძე და ნინო ნიჟარაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერ ზაზა დიასამიძესთან ერთად იმყოფებოდნენ, ისინი სოფელ თხილნარის მოსახლეობასაც შეხვდნენ და პრევენციული კვლევების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ადგილობრივებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, უფასოდ ჩაეტარებინათ სკრინინგი ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის - აივ ინფექციაზე, B და C ჰეპატიტებზე. ასევე, ონკოლოგიური პათოლოგიების - ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი. პარალელურად, გაიმართა არაგადამდები დაავადებების პრევენციული გამოკვლევებიც, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა ქრონიკული დაავადებების მართვისა და გართულებების თავიდან ასაცილებლად.

სკრინინგის აქციის პარალელურად, სამუშაო შეხვედრა გაიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში, სადაც მხარეებმა, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, სკრინინგისა და დაავადებათა ეფექტურად მართვაში, თვითმმართველობის კიდევ უფრო აქტიურ ჩართულობაზე იმსჯელეს.

გამოკვლევების შედეგად გამოვლენილი შემთხვევების შემდგომი დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხორციელდება სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში - ონკოლოგიის სამკურნალო პროგრამა მოიცავს კვლევებსა და მკურნალობის ფინანსურ მხარდაჭერას. არაგადამდები დაავადებების კონტროლი ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის დონეზე; სახელმწიფო სრულად აფინანსებს B და C ჰეპატიტების და აივ ინფექციის დიაგნოსტიკასა და თერაპიას, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ხელმისაწვდომობას საჭირო სამედიცინო მომსახურებებზე.

სკრინინგის კამპანია აჭარის სამ მუნიციპალიტეტში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორგანიზებით, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით მიმდინარეობდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები