Logo

აჭარაში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალი
32
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი  2 პირი: 1988 წელს დაბადებული  გ.ზ. და 2000  წელს დაბადებული ბ.ხ. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული გ.ზ. მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ერთ-ერთი მოქალაქის - 1986 წელს დაბადებული  ე.ჯ. -ს კუთვნილ ორ ავტომობილს. კერძოდ, ბრალდებული დაზარალებულს დაჰპირდა, რომ მისგან შეძენილი ავტომობილების საფასურს  ნაწილ-ნაწილ გადაუხდიდა, თუმცა შეთანხმება არ შეასრულა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ე.ჯ.-ს 30 167 ლარის, დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგა. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა კიდევ ერთი მოქალაქის თანხას.

რაც შეეხება თაღლითობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ ერთ პირს ბ.ხ. - ს, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ერთ-ერთი საწარმოს  50 000 ლარამდე  ღირებულების ხორცპროდუქტს.

თაღლითობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

თაგები:

თაღლითობა
Advertisement