Logo

აჭარაში წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს

სამართალი
128
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე  დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები თურქეთისა და ყაზახეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ.

სამართალდამცველებმა ძებნილი პირები ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სხვადასხვა დროს ოზურგეთსა და ბათუმში დააკავეს.

ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები