
ავტორი
Front News საქართველო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს გიორგი ჯინჭარაძეს შეხვდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავებისა და უწყებებს შორის ურთიერთობის გაძლიერების პერსპექტივებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დევნილთა მხარდაჭერის პროგრამებს - აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდული მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელება და გამოცდილების გაზიარება.
"ჩვენ რეგიონში მცხოვრები დევნილი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით ერთობლივი პროგრამების განხორციელება, უკვე არსებული გამოცდილების გაძლიერება და მისი მისადაგება დევნილი მოსახლეობის სპეციფიკურ საჭიროებებზე, არის ჩვენი ხელისუფლების საერთო მიზანი. ერთობლივი ძალისხმევით და მჭიდრო კოორდინაციით ვფიქრობ, ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება, რასაც ჩვენი დღევანდელი შეხვედრის დროს განხილული საკითხებიც მოწმობს“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
გიორგი ჯინჭარაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ახალ თანამდებობაზე წარმატება უსურვა. ზურაბ პატარაძემ, თავის მხრივ აღნიშნა, რომ უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს