აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 9 თვის ანგარიშით დაფინანსებულია 57 მილიონამდე ლარის სამედიცინო მომსახურება


ავტორი
Front News საქართველო
აჭარის მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის სამინისტროს 9 თვის ანგარიში განიხილეს. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, მიმდინარე პერიოდში დაფინანსდა 57 მილიონამდე ლარის სამედიცინო მომსახურება, რომლის ფარგლებშიც 50 000-მდე ბენეფიციარმა მიიღო შესაბამისი დახმარება. მისი განცხადებით, წლის ბოლომდე ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
სულხან თამაზაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დამატებით, რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან, ჯამში 17 მილიონამდე ლარი გამოიყო როგორც ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის, ისე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად.
"ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ ჩვენ, როგორც გუნდი, ერთიანად ვმუშაობთ ქვეყნის წინსვლისა და ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის. ჩვენი მუშაობა მიმართულია არა მხოლოდ სიტყვებზე და დაპირებებზე, არამედ რეალურ საქმეებზე – ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე და მოქალაქეების უკეთეს მომავალზე“ – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა