
ავტორი
Front News საქართველო
აჭარის ადმინისტრაციულ საზღვრებში სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის რეკომენდაციით, რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიით და ხანძრით დაზარალებული 267 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა რეაბილიტაციისთვის 3 მლნ 500 000 ლარზე მეტი გამოიყოფა.
დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილეს, რომელსაც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე ხელმძღვანელობდა. ფინანსურ დახმარებას ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოსა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში დაზარალებული ოჯახები მიიღებენ.
2025 წელს, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სტიქიით დაზარალებული 704 ოჯახის მხარდასაჭერად 7 მლნ 542 836 ლარი გამოიყო, ხოლო მიმდინარე წელს 352 ოჯახისთვის უკვე გამოყოფილია 4 მლნ 123 145 ლარი.
თაგები:
აჭარა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს