Logo

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში სომხეთის ელჩს შეხვდა

რეგიონები
346
Frontnews image description

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აშოტ სმბატიანს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ორივე სახელმწიფოსთვის.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის მზარდი დინამიკაა სავაჭრო, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში.

შეხვედრის ფარგლებში, სულხან თამაზაშვილმა ელჩს აჭარის  ტურისტული პოტენციალი გააცნო და აღნიშნა, რომ რეგიონი მნიშვნელოვანი ტურისტული მიზიდულობის ცენტრია.

Advertisement