Logo

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ "ალილოს" მსვლელობის მონაწილეებს შობის დღესასწაული მიულოცა

რეგიონები
286
Frontnews image description

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმში "ალილოს" ტრადიციული მსვლელობა გაიმართა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა ოჯახთან ერთად, "ალილოს" მსვლელობის მონაწილეებს ქრისტეს შობა მიულოცა და საშობაო ნობათები გადასცა.

მსვლელობას აჭარის მთავრობის წევრებიც შეუერთდნენ და მონაწილეებს საშობაო ნობათები გადასცეს.

შობის მახარობლების მსვლელობა, აჭარის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაიმართა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები