აჭარის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკრაინის მოქალაქე 1980 წელს დაბადებული მ.ა. და ბელარუსის მოქალაქე 2000 წელს დაბადებული კ.ჰ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონოდ შეძენის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოდანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართულები.
სამართალდამცველებმა მათი მხილების მიზნით, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში, მათთვის უცხოეთიდან საქართველოში გამოგზავნილი ხელჩანთის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს, რის შემდეგაც მ.ა. და კ.ჰ. ბრალდებულების სახით თბილისში დააკავეს. პოლიციის მიერ ხელჩანთიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ჩაფხუტში დამალული, ნახევარ კილომდე ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი", რომლის შეძენასაც ბრალდებულები აპირებდნენ. ასევე, ამავე ხელჩანთაში ნარკოტიკთან ერთად აღმოჩენილია ჯიპიეს მოწყობილობა.
წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის მცდელობის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.
თაგები:
ნარკოდანაშაული

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს