Logo

აჩიკო მეფარიძე სასამართლომ ქალზე ძალადობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და 10 000 ლარით დააჯარიმა

სამართალი
386
Frontnews image description

მომღერალი აჩიკო მეფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ ქალზე ძალადობის ფაქტზე სრულად დამნაშავედ ცნო და 10 000 ლარით დააჯარიმა.

მეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას გულისხმობს.

დაცვის მხარე სასამართლოს გამოტანილ განაჩენს არ ეთანხმება. ადვოკატის განცხადებით, გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ.

შემთხვევა 2022 წლის 7 აპრილს მოხდა. დაზარალებული ლელა ჯუღელის თქმით, მასზე მომღერალმა აჩიკო მეფარიძემ ფიზიკურად იძალადა.

Advertisement