ადა მარშანია – უფრო უკეთესად უნდა გეფიქრათ კანდიდატურის შერჩევისას, ხმას არ ვაძლევ

ავტორი
Front News საქართველო
ადა მარშანია, რომელიც საარჩევნო კოლეგიაში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კვოტით არის წარმოდგენილი, აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს მიხეილ ყაველაშვილს მხარს არ უჭერს.
როგორც ადა მარშანიამ აღნიშნა, საარჩევნო ყუთში ცარიელი ფურცელი ჩააგდო.
“ცუდი კანდიდატურა არის, უფრო უკეთესად უნდა გეფიქრათ კანდიდატურის შერჩევისას. საქართველოსაც ზიანი მიაყენეთ და თქვენს თავსაც, ხმას არ ვაძლევ, შესაბამისი გრაფა არ არის, ამიტომ არაფერს ვხაზავ და ცარიელი ფურცელი უნდა ჩავაგდო“, – აღნიშნა მარშანიამ.
პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა მიმდინარეობს. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
თაგები:
ადა მარშანია




