
ავტორი
Front News საქართველო
ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ უკრაინაში მებრძოლ ქართველებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას “ტვიტერზე” ეხმაურება.
“არც ერთი მებრძოლი ქართული ლეგიონიდან ან უკრაინაში მებრძოლი ქართველი არ არის “მოტყუებული”. ისინი გმირები არიან. რამდენად მცირე პატივისცემას იჩენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავისი ხალხის მიმართ, როცა მხედველობაში აქვს, რომ მათ სიმართლე არ იციან?”, – წერს კონგრესმენი.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქართველი მებრძოლები უკრაინაში ომის პარტიის წარმომადგენლებს მიჰყავთ.
თაგები:
ადამ კინზინგერი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს