“ადამიანებს ექნებათ საშუალება მიბრძანდნენ და ჩვეულებრივი ცოცხალი რიგის საშუალებით აიცრან”

ავტორი
Front News საქართველო
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ვაქცინაციის მსურველებს, იმუნიზაციისთვის წინასწარ ჩაწერასთან ერთად, ცოცხალ რიგს სთავაზობს. გამყრელიძე აცხადებს, რომ რეგიონებში ცოცხალი რიგით მოქალაქეები უკვე სარგებლობენ და ანალოგიური თბილისის რამდენიმე დაწესებულებაშიც იქნება.
"ჩვენ რეგიონებში დავუშვით ცოცხალი რიგების არსებობაც, რომ ადამიანებს შეუძლიათ პირდაპირ მიბრძანდნენ და გარკვეული რიგში დგომის შემდეგ აიცრან. ასევე ვფიქრობთ თბილისში, რომ იყოს რამდენიმე დაწესებულება, სადაც გარდა წინასწარი ჩაწერისა, ადამიანებს ექნებათ საშუალება მიბრძანდნენ და ჩვეულებრივი ცოცხალი რიგის საშუალებით აიცრან. ასევე, შეიქმნება იმუნიზაციის ოფიცერთა კორპუსი, სადაც ძირითადად სამედიცინო უნივერსიტეტების და ფაკულტეტების მაღალი კურის სტუდენტები მიეხმარებიან მოსახლეობას", – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე განმარტებით, კოვიდპასპორტის სამუშაოები უკვე ჩატარებულია. საკითხთან დაკავშირებით დღეს, 17:00 საათზე, ჯანდაცვის სამინიტროში შეხვედრაა ჩანიშნული, სადაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კოვიდპასპორტის პირველ ვერსიას განსახილველად წარადგენს, მოწონების შემთხვევაში კი ის საკოორდინაციო საბჭოს დასამტკიცებლად გადაეგზავნება.
თაგები:





