ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ანა ბუჩუკური აირჩიეს


ავტორი
Front News საქართველო
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ კომიტეტის წევრებმა ანა ბუჩუკური აირჩიეს. ანა ბუჩუკურის კანდიდატურა უფრაქციო დეპუტატებმა წარუდგინეს კომიტეტს. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დასახელებულმა კანდიდატმა ეკა ხერხეულიძემ უარი განაცხადა აღნიშნულ თანამდებობაზე.
კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ანა ბუჩუკურს აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მდიდარი გამოცდილება მთავრობის ადმინისტრაციაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროში მუშაობის განმავლობაში.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კომიტეტის თამვჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე საპარლამენტო ოპოზიციიდან აირჩევა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს