ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებას მხარი დაუჭირა


ავტორი
Front News საქართველო
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს, რომლითაც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობისას რიგი ქმედებები განისაზღვრება სამართალდარღვევად და დაწესდება შესაბამისი ჯარიმები. კერძოდ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში პარკირებთან დაკავშირებული საკითხები იმგვარად დარეგულირდება, როგორც ეს ხდება სხვა მუნიციპალიტეტებში, რაც გამოიხატება შესაბამისი სამართალდარღვევების ვიდეოფირით დაფიქსირებაში.
„კანონპროექტით, ჯარიმების აღსრულებასთან დაკავშირებული მექანიზმი გაცილებით მოქნილი და ეფექტური გახდება“, -განაცხადა კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა რესან კონცელიძემ.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.
თაგები:
მიხეილ სარჯველაძე

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა