
ავტორი
Front News საქართველო
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში, საქართველოს სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, კანონპროექტის შემუშავების მიზნით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
“გათვალისწინებულია 12-პუნქტიანი გეგმა, რომლის შესრულებაც დაწყებულია. ჩვენი მხრიდან იგეგმება გარკვეული სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც მომზადდება ის რეფორმები, რომელიც შეგვაძლებინებს, რომ ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ამ რეფორმების შედეგად, გვექნება გაუმჯობესებული ჩარჩო ბევრი მიმართულებით – კანონმდებლობა, პრაქტიკა. ეს ერთმნიშვნელოვნად იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
დღესვე კომიტეტში ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის (CPT) 2022 წლის 16 ივნისის ანგარიშში (CPT/Inf (2022) 11) საქართველოს მიმართ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესწავლის მიზნით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
თაგები:
მიხეილ სარჯველაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს