Logo

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს

პოლიტიკა
21.07.2022 / 16:38
Frontnews image description

ბორჯომის მერის მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა და თვითმართველობის წარმომადგენლება, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

 

ხელისუფლების წარმომადგენლები მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნენ.

 

ბორჯომში ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

 

ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები: აღმაშენებლის N35, მესხეთის N35 და N61 -ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია.

 

ასევე, ინტენსიურ რეჟიმში მომდინარეობს ბორჯომის საბავშვო ბიბლიოთეკის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამუშაოების ფარგლებში, სრულად განახლდება შენობის ფასადი. შეიცვლება საკომუნიკაციო სისტემა, კარ-ფანჯარა, მოეწყობა სახანძრო სიგნალიზაცია, შენობა გადაიხურება ახალი სახურავით. ასევე, ოთახებს ჩაურარდება სარემონტო სამუშაოები.

 

შანიძის ქუჩის  N 24-ში,  სკვერის მოწყობა დასრულდა.

 

პროექტის ფარგლებში მოეწყო დასასვენებელი სივრცე, შიდა ბილიკები, გასართობი მოედანი, საბავშვო ატრაქციონები, ფანჩატური, ბორდიული,  მოპირკეთდა საყრდენი კედელი, დამონტაჟდა გარე განათების ლამპიონები და გამწვანდა სკვერის ტერიტორია.

თაგები:

ბორჯომი
Advertisement