
ავტორი
Front News საქართველო
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღებში სახიდე გადასასვლელების სამშენებლო სამუშაოები მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან და ონის მუნიციპალიტეტის მერთან სერგი ხიდეშელთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში, სოფელ ღებში ორი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა მიმდინარეობს.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-121) საგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე, მდ. ჩვეშურაზე, რომლის ღირებულება შეადგენს 1 281 591 ლარს.
მდინარე რიონზე სოფელ ღებსა და პატარა ღებს შორის დამაკავშირებელ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, სახიდე გადასასვლელის მოწყობა, რომლის ღირებულება 1 899 999 ლარს შეადგენს.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
პროექტის სამშენებლო სამუშაოებს აგრეთვე ადგილზე გაეცნო სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინე კობახიძე.
თაგები:
სერგო ხიდეშელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს