
ავტორი
Front News საქართველო
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ გიორგი მაქარაშვილმა ონის მუნიციპალიტეტის მერთან სერგი ხიდეშელთან, ერთად, სოფ. ზუდალი-სევის გზის მონაკვეთზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება სოფ. ზუდალი-სევის საავტომობილო გზის 900 მ. სიგრძის მონაკვეთს (აბაიშვილების უბნამდე) მიმდინარეობს მიწის ვაკისის მოსწორების და დაპროფილების სამუშაოები. ასევე, იგება ასფალტო-ბეტონის საფარი.
სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს “ამბროლაურის ავტოგზა N10” ასრულებს. პროექტის დასრულება, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში იგეგმება.
აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხები, საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 371 335 ლარს შეადგენს.
თაგები:
სერგო ხიდეშელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს