
ავტორი
Front News საქართველო
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2023 წლის შედეგებით, ონის მუნიციპალიტეტი მე-5 ადგილზე გავიდა.
“სამოქალაქო საზოგადოების მიერ შექმნილი ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საქართველოს მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის.
ინდექსი წარმოაჩენს მიღწეულ წარმატებას და გამოავლენს არსებულ ხარვეზებს რამდენიმე ინდიკატორის მიხედვით, როგორიცაა გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და მოქალაქეთა ჩართულობა.
2021 წლის შედეგებით ონის მუნიციპალიტეტი 42-ე ადგილს იკავებდა.
აღნიშნულ შედეგზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერების მიზნით მიმდინარე პროექტმა „რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციები მუნიციპალური გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მხარდასაჭერად“, რომელსაც კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრი – CTC ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან ერთად ახორციელებდა”, – აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი: http://www.lsgindex.org
თაგები:
ონი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს