ადიგენის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, დაიტბორა და დაზიანდა სახლები, საგზაო ინფრასტრუქტურა


ავტორი
Front News საქართველო
ადიგენის მუნიციპალიტეტში დღეს მოსულმა უხვმა ნალექმა სერიოზული პრობლემები შექმნა.
რამდენიმე სოფელში დაიტბორა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, საქონლის სადგომები, დახოცილია პირუტყვი, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლები დაზიანდა, გაყვანილია უსაფრთხო ადგილზე.
ვითარებას ადგილზე ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად ეცნობიან.
სტიქიის ზონაში მუშაობს სპეციალური ტექნიკა და ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები.
თაგები:
ადიგენი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს