
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს დედაქალაქსა და ქვეყნის მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციულ შენობებზე უკრაინის დროშები გადმოიფინა. ოპოზიციის აქცია-პერფორმანსები დედაქალაქსა და რეგიონებში ერთდოულად გაიმართა.
“არა ომს”, “არა პუტინს”, “შეწყდეს უკრაინის ოკუპაცია”, – ამ მოწოდებებით ოპოზიციის წარმომადგენლებმა დროშები მუნიციპალიტეტების შენობების აივნებიდან და ფანჯრებიდან გადმოფინეს.
ქარელი აღჩნდა ერთადერთი მუნიციპალიტეტი, სადაც მმართველი ძალის წარმომადგენლებმა ოპოზიციას დროშის გადმოფენის საშუალება არ მისცა.
ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა გორში უკრაინის დროში გადმოფენის პროცესი, ოპოზიციის წევრებს დროშის გადმოფენაში ხელს დაცვის პოლიციის თანამშრომლები უშლიდნენ.
ხმაურის გარეშე დასრულდა დროშის გადმოფენის პროცესი ქუთაისში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დროშა საკუთარი ოთახიდან გადმოფინეს.
დროები გადმოფინეს ბათუმში, ფოთში, ოზურგეთში და სხვა ქალაქებში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს