Logo

ადვოკატი - ანი ნასყიდაშვილი არ აღიარებს მისთვის ბრალად წარდგენილ ქმედებას, იგი არ თვლის, რომ ჩაიდინა დანაშაული

სამართალი
82
Frontnews image description

ანი ნასყიდაშვილი არ აღიარებს მისთვის ბრალად წარდგენილ ქმედებას, იგი არ თვლის, რომ მან ჩაიდინა დანაშაული, - ამის შესახებ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში ფიგურანტი ანი ნასყიდაშვილის ადვოკატმა ლევან სეფიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ანი ნასყიდაშვილს არ ჩაუდენია მისთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. 

"როგორც ანი ნასყიდაშვილის ადვოკატებს, დაცვის მხარეს კითხვები გვექნება საქმის მთავარ გამომძიებელთან, რათა კიდევ ერთხელ გამოკვეთოს ის გარემოებები, რომ ანი ნასყიდაშვილს არ ჩაუდენია მისთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

ანი ნასყიდაშვილის პოზიცია არის ცალსახა, ამ ეტაპზე არ აღიარებს მისთვის ბრალად წარდგენილ ქმედებას, იქიდან გამომდინარე, რომ იგი არ თვლის, რომ მან ჩაიდინა დანაშაული. ამ შემთხვევაში, არ დასტურდება, რომ მან ნამდვილად იცოდა, რომ მზადდებოდა, ან ჩადენილი იყო, რაც ბრალად აქვს წარდგენილი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული", - განაცხადა ლევან სეფიაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული 2 არასრულწლოვანის საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღეს პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. ერთ არასრულწლოვანს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადება, მეორეს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.

აღნიშნულ საქმეზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, დაკავებულებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ და ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს - 10 წლითა და 6 თვით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები