ადვოკატი – ბადრი ესებუა დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ “საქართველოს ბანკთან” მომხდარ ფაქტთან არაფერი აკავშირებს


ავტორი
Front News საქართველო
ბადრი ესებუას ადვოკატის თქმით, მისი დასაცავი პირი აცხადებს, რომ “საქართველოს ბანკის” ძარცვასთან დაკავშირებით არანაირი კავშირი არ აქვს.
როგორც სოსო ჯანაშიამ ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ესებუას მონახულების შემდეგ განაცხადა, დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
“ვიყავი უკვე #2 დაწესებულებაში, შევხვდი ჩემ დასაცავ პირს ბადრი ესებუას და ის დანაშაულს არ აღიარებს, ამბობს, რომ მას “საქართველოს ბანკთან” მომხდარ ფაქტთან არაფერი აკავშირებს. მისი განმარტებით, მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და იმ დღეს ის “საქართველოს ბანკში” არ იმყოფებოდა. მისი განმარტებით, იმ დღის შემდეგ, როცა გაჟღერდა მისი სახელი და გვარი, შეექმნა ისეთი წარმოდგენა, რომ მის სიცოცხლეს შეექმნა საფრთხე, სწორედ აქედან გამომდინარე ის წლების განმავლობაში თავს არიდებდა პოლიციაში გამოცხადებას, რადგან ფიქრობდა, რომ თუ ხელში ჩაუვარდებოდა პოლიციას, მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა.
რაც შეეხება ჯიქიების ოჯახს, მისი განმარტება არის ის, რომ მისი დაკავება მოხდა მაშინ, როცა ის მივიდა, წინა დღესაც კი არ ყოფილა”, – განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, ბადრი ესებუას აქვს საკუთარი მოსაზრება ვისი დასმენით მოხდა მისი დაკავება, თუმცა ამაზე საუბარი არ სურს.
როგორც სოსო ჯანაშიამ აღნიშნა, ხელყუმბარასთან დაკავშირებით მას ინფორმაცია არ აქვს და როგორც იცის, ესებუას დაკავებისას სპორტული იარაღი ჰქონდა.
თაგები:
ბადრი ესებუა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს