ადვოკატი - ბრალს ეთანხმება ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, მას აქვს სიტყვის უფლება და ისარგებლებს თუ არა, ამას თავად გადაწყვეტს

ავტორი
Front News საქართველო
ბრალს ეთანხმება ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, მას აქვს სიტყვის უფლება და ისარგებლებს თუ არა, ამას თავად გადაწყვეტს, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დამატებით დეტალებზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდეგ ისაუბრებს.
"ბრიფინგზე რაც მოისმინეთ, ის არის საქმის მოცემულობა, დანარჩენი საკითხებზე, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, გაინტერესებთ, კომენტარებს გავაკეთებთ აღკვეთის ღონისძიების განხილვის შემდეგ.
დაცვის პოზიცია არის ასეთი - ამ შემთხვევაში, ბრალს ეთანხმება ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი. მას აქვს სიტყვის უფლება და ისარგებლებს თუ არა, ამას თავად გადაწყვეტს.
ადვოკატთა ჯგუფი ვართ, კოლეგები ერთმანეთთან შევჯერდებით შესაბამის პოზიციაზე და გავაკეთებთ შესაბამის განცხადებას", - განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ირაკლი ღარიბაშვილს პროკურატურამ ბრალდება წარედგინა 194-ე მუხლის მესამე ნაწილის გ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი შემოსავლის მიღება.
თაგები:
ამირან გიგუაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


