ადვოკატი - ბუნებაში წარმოუდგენელია გამამტყუნებელი განაჩენი, მაგრამ სამწუხაროდ, არ გვაქვს დადებითი მოლოდინი


ავტორი
Front News საქართველო
სამწუხაროდ, არ გვაქვს დადებითი მოლოდინი. ჩემთვის წარმოუდგენელია, თუ მოსამართლე აპირებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, რას უნდა დაეყრდნოს იგი, - ამის შესახებ დაკავებული გიორგი ახობაძის ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დაცვის მხარეს არაერთი მტკიცებულება აქვს წარდგენილი, რომელიც ადასტურებს იმას, რომ გიორგი ახობაძეს ნარკოტიკული საშუალება ნამდვილად არ ჰქონია.
"არ არსებობს უტყუარი მტკიცებულება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ამავდროულად, დაცვის მხარეს არაერთი მტკიცებულება აქვს წარდგენილი, რომელიც ადასტურებს იმას, რომ გიორგი ახობაძეს ნარკოტიკული საშუალება ნამდვილად არ ჰქონია.
ბუნებაში წარმოუდგენელია გამამტყუნებელი განაჩენი, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გვაქვს დადებითი მოლოდინი. ჩემთვის წარმოუდგენელია, თუ მოსამართლე აპირებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, რას უნდა დაეყრდნოს იგი", - განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ.
ექიმ გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი დღეს, 17:00 საათზე გამოცხადდება.
გიორგი ახობაძე 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და თავისუფლების 8-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
თაგები:
ლაშა ცუცქირიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს