Logo

ადვოკატი – დაკავებული მაღაროელების მოთხოვნა არ არის გათავისუფლება, მათი მოთხოვნაა ცენტრალური ხელისუფლება ჩაერთოს მოლაპარაკების პროცესში

საზოგადოება
3 დღის წინ / 13:12
Frontnews image description

მერაბ სარალიძე და გიორგი მეფარიძე დაკავების წუთიდან შიმშილობას აცხადებენ. ამ დროისთვის დუმილის უფლებას  იყენებს ოთხივე დაკავებული , – ამის შესახებ “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ადვოკატმა მარიამ პატარიძემ ჭიათურელ მაღაროელებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, დაკავებულების მოთხოვნა არა გათავისუფლება, არამედ მაღაროს საქმეში ხელისუფლების ჩართვაა დამატებითი აქტორების გარეშე.

“მერაბ სარალიძე და გიორგი მეფარიძე დაკავების წუთიდან შიმშილობას აცხადებენ. მათი მოთხოვნა არ არის გათავისუფლება, მათი მოთხოვნა უცვლელია – ცენტრალური ხელისუფლება ჩაერთოს მოლაპარაკების პროცესში მაღაროელებთან ყოველგვარი დამატებითი აქტორების მონაწილეობის გარეშე, როგორიც შეიძლება იყოს კომპანია ან პროფკავშირი.

ამ დროისთვის დუმილის უფლებას  იყენებს ოთხივე დაკავებული. გარდა ამისა, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ამ დროისთვის ჩვენ არ გვაქვს საქმის მასალები, როცა მასალებზე წვდომა გვექნება, შემდეგ უფრო ვრცელ სამართლებრივ დასაბუთებას შემოგთავაზებთ, თუ რა მტკიცებულებებია საქმეში”, – განაცხადა მარიამ პატარიძემ.

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 4 მაღაროელი დააკავა. ორმა მათგანმა დაკავების წუთიდან შიმშილობა დაიწყო.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები