ადვოკატი - გაურკვეველია, რატომ ითხოვს ბრალდება ზვიად კუპრავას მიმართ პატიმრობის გამოყენებას


ავტორი
Front News საქართველო
დამხობის მოწოდებასთან დაკავშირებით მტკიცებულების სახით მხოლოდ ვიდეო-ჩანაწერია, რომელიც თავად ზვიად კუპრავამ ატვირთა სოციალურ ქსელში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრის ზვიად კუპრავას ადვოკატმა გია გოროზიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ზვიად კუპრავასთვის წაყენებული ორივე ბრალდება ერთ შემთხვევაში ითვალისწინებს 317- მუხლს.
"დამხობის მოწოდებასთან დაკავშირებით მტკიცებულების სახით მხოლოდ ვიდეო-ჩანაწერია, რომელიც თავად ზვიად კუპრავამ ატვირთა სოციალურ ქსელში.
რაც შეეხება მეორე ბრალდებას, რომ თითქოს ის არ დაემორჩილა პოლიციის თანამშრომლებს მიაყენა გარკვეული სახის ფიზიკური შეურაცხყოფა და გაუწია წინააღმდეგობა, ამასთან დაკავშირებით პოლიციის ორი თანამშრომლის ჩვენებაა.
კუპრავასთვის წაყენებული ორივე ბრალდება ერთ შემთხვევაში ითვალისწინებს 317- მუხლს, რომელიც მოიცავს ძალადობას და დამხობას, ამაზე არის თავისუფლების 3 წლამდე აღკვეთა, რაც შეეხება პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას, ეს არის თავისუფლების 2-დან 5 წლამდე აღკვეთა. ორივე დანაშაული არის ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული. გაურკვეველია, რატომ ითხოვს ბრალდება ამ შემთხვევაში, ზვიად კუპრავას მიმართ პატიმრობის გამოყენებას", - განაცხადა გია გოროზიამ.
პროკურატურამ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის ფაქტზე "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის საკრებულოს მოქმედ წევრს ზვიად კუპრავას ბრალდება წარუდგინა.
თაგები:
ზვიად კუპრავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს