ადვოკატი - გიორგი ბაჩიაშვილს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს, არაერთი დაზიანების კვალი აღენიშნება


ავტორი
Front News საქართველო
მას დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს, შესაბამისად, გადაადგილდება ეტლით. სავარაუდოდ, მას აქვს ტვინის შერყევა, - ამის შესახებ "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გუშინ პროკურატურას საქმის გამოძიების მოთხოვნით მიმართეს.
"მიყენებული დაზიანებების შემდეგ, მას დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს, შესაბამისად, გადაადგილდება ეტლით. სავარაუდოდ, მას აქვს ტვინის შერყევა, ვინაიდან მოტორიკა აქვს შენელებული, მათ შორის საუბრის დროს. ამას გარდა, აღიზიანებს მაგალითად მკვეთრი შუქი, როგორც თავად განმარტა და აქვს თავის ტკივილები, ღებინების შეგრძნება. ეს ყველაფერი მას განუვითარდა გონების დაკარგვიდან ძალიან ხანმოკლე პერიოდში.
მას არაერთი დაზიანების კვალი აღენიშნება, კერძოდ, სისხლჩაქცევების სახით. თავზე მას ჰქონდა სპეციალური სამედიცინო ბინტით გადახვევა გაკეთებული, მაგრამ, როგორც განმარტა გასაუბრებისას, რამდენიმე ადგილას აქვს ნაკერები.
გუშინ უკვე მივმართეთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას და მოვითხოვეთ, რომ გამოძიება ჩაატაროს სწორედ პროკურატურამ, ვინაიდან მოგეხსნებათ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღარ არსებობს, გაუქმებულია, ხოლო ამ საქმეში, გიორგის განცხადებაში ფიგურირებს პენიტენციური დეპარტამენტის, მერვე დაწესებულების დირექტორი, ასევე ერთ-ერთი თანამშრომელი. შესაბამისად, იმისათვის, რომ ობიექტურად გამოვლინდეს ყველა დეტალი, მიგვაჩნია, რომ ნეიტრალურმა საგამოძიებო სტრუქტურამ უნდა აწარმოოს ეს გამოძიება, ამ შემთხვევაში, ეს არის პროკურატურა.
გიორგი აცხადებს, რომ პროკურატურაში გამოძიების დაწყების შემთხვევაში, მზადაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს სრული და ამომწურავი ინფორმაცია", - განაცხადა ლევან მახარაშვილმა.
"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, მას ციხეში უცნობი პირი ფიზიკურად გაუსწორდა.
თაგები:
გიორგი ბაჩიაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს