Logo

ადვოკატი - გიორგი მიქაძე დუმილის უფლებას იყენებს, მოულოდნელი იყო მისთვის დაკავება, საერთოდ კავშირში არ არის მომხდართან

სამართალი
325
Frontnews image description

ჩამოყალიბებული არ ვართ დაცვის სტრატეგიაზე. საერთოდ კავშირში არ არის  მომხდართან, - ამის შესახებ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი მიქაძის ადვოკატმა მიხეილ ჭანუყვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.

"ჩამოყალიბებული არ ვართ დაცვის სტრატეგიაზე. ჯერ სტრატეგია აღებული არ გვაქვს, დუმილის უფლებას იყენებს. მივყვებით პროცესს. ველოდებით საქმის მასალებს, გავეცნობით. მოულოდნელი იყო მისთვის დაკავება, რა თქმა უნდა. საერთოდ კავშირში არ არის მომხდართან“,- განაცხადა მიხეილ ჭანუყვაძემ.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ შსს-ში ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-გასაღების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით კიდევ 3 პირი - გ.მ., გ.კ. და მ.ბ. დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს გ.ჯ.-სა და დ.მ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ.

ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე 14 მარტს, ღამით თბილისში, ჭავჭავაძეზე მოკლეს.

Advertisement