Logo

ადვოკატი – გიორგი ნარიმანიძეს რაიმე სახის შემხებლობა პრეზიდენტ სააკაშვილთან არ ჰქონია

პოლიტიკა
845
Frontnews image description

ტრაილერის მძღოლია, ელგუჯა ცომაიასთან რიგით მძღოლად მუშაობს, – აცხადებს  მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე მეოთხე დაკავებული გიორგი ნარიმანიძის ადვოკატი გიორგი გოგინავა. 

 

32 წლის მძღოლი გვიან ღამით კასპიდან, საკუთარი სახლიდან წაიყვანეს. ის დუმილის უფლებით იყენებს და  გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს. 

 

ადვოკატის ცნობით, გიორგი ნარიმანიძე ამ საქმეზე ელგუჯა ცომაიას დაკავების დროს დაკითხეს. გამოძიების ვერსიით, ავტომობილს სწორედ ნარიმანიძე მართავდა.

 

“არის ტრაილერის მძღოლი, მუშაობს ელგუჯა ცომაიასთან, რიგით მძღოლად, მას უბრალოდ მხოლოდ და მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან შემხებლობა ჰქონდა, ისიც 29 რიცხვში, მის ფუნქცია მოვალეობებში რაც შედიოდა, ტრაილერში არსებული ნივთები განათავსა მარკეტებში, მისცა მფლობელებს, მას რაიმე სახის შემხებლობა პრეზიდენტ სააკაშვილთან არ ჰქონია”, – აღნიშნა გოგინავამ.

 

ადვოკატი გიორგი გოგინავა, რომელიც ამავე დროს დაკავებული წოწორიების ეფლებებსაც იცავს, აცხადებს, რომ მას საქმის პროკურორი ლევან ვეფხვაძე და დაუკავშირდა საქმის აცილება მოსთხოვა.

 

“აცილების საკითხს აყენებენ ჩემსას იმ მოტივით, რომ თითქოს წოწორიებს ვიცავ და მათი ჩვენებები რაღაც ფორმით წინააღმდეგობაში მოდის დაცვისთვის, სრული აბსურდი და სისულელე. სრულად იზღუდება ამჟამად დაკავებულის მდგომარეობა, ამისთვის მივიღებთ შესაბამის ზომებს”, – აცხადებს გოგინავა.

Advertisement