Logo

ადვოკატი - გულბაათ რცხილაძე "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ რომ შექმნა, დიდწილად მაგას უკავშირებს დაკავებას

სამართალი
38
Frontnews image description

"ევრაზიული ინსტიტუტის" დამფუძნებლის გულბაათ რცხილაძის ადვოკატი ლაშა გოლუბიანი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს კატეგორიულად არ ეთანხმება და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

"გამოკითხვა არ მომხდარა, გამოკითხვის ოქმი შემოტანილი ჰქონდათ, მაგრამ მოკლედ ავუხსენით, რომ არ ვეთანხმებით და არ ვაღიარებთ დადგენილებას, რომელიც წარდგენილია. კატეგორიულად უარყოფს, ამბობს, რომ არანაირი ჯაშუში მე არ ვარ, პირიქით, ჩემი მოღვაწეობა, თუ რამე იყო, მიმართული იყო იქითკენ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზება მომხდარიყო, ქვეყანაში ომი და უბედურება არ მომხდარიყო. "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ რომ შექმნა, დიდწილად მაგას უკავშირებს თვითონ, ალბათ, ამის გამო მოხდა ჩემი დაკავებაო. 27 მარტიდან "ობიექტივზე“ უკვე თავისი გადაცემა რომ მიჰყავდა, უფრო გააქტიურდა და რაღაც თემები გაშალა, ალბათ გარკვეული თანამდებობის პირების გაღიზიანება მოჰყვა. არ ვიცი, ვის ინტერესში შედიოდა ბატონი გულბაათის დაკავება. ფაქტი ერთია, რომ ბატონი გულბაათი არის უდანაშაულო, თვითონ თავს მიიჩნევს უდანაშაულოდ, დანარჩენს ერთად ვნახავთ“, – განაცხადა ლაშა გოლუბიანმა სუსის დატოვების შემდეგ.

მისივე თქმით, გულბაათ რცხილაძე ირანში წასვლას აპირებდა, თუმცა ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაიფიქრა.

"ბოლო მომენტში უკვე გადაიფიქრა. ირანის ელჩი და "ობიექტივის“ ხელმძღვანელობა ჩააყენა საქმის კურსში, რომ მამა ჰყავს ძალიან ცუდად და თვითონ უვლიდა ხოლმე. შესაძლებელია, ყოფილიყო ამერიკაც ან ევროპის რომელიმე ქვეყანა“, – განაცხადა ადვოკატმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები