Logo

ადვოკატი – იოსებ ბაბაევს ფიზიკურად გაუსწორდნენ სასტიკად, ტანსაცმელი შემოახიეს, თავზე, სახეზე აქვს დაზიანებები

სამართალი
1393
Frontnews image description

ფიზიკურად გაუსწორდნენ სასტიკად, ტანსაცმელი შემოახიეს, თავზე, სახეზე აქვს დაზიანებები, მოთავსებულია წინასწარი დაკავების იზოლატორში, – ამის შესახებ ბიზნესმენი და სამოქალაქო აქტივისტის იოსებ ბაბაევის ადვოკატმა კახა კალმახელიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, დაკავება უკავშირდება პოლიტიკური სახის აქტიურობებს.

 

“მის დაკავებას უკავშირებს პოლიტიკური სახის აქტიურობებს, დააკავეს 236-ე მუხლით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას, ჩაუდეს პისტოლეტი ერთი და ავტომატი. დამსწრე არ დაისწრეს ჩხრეკის დროს, თვითონ განათავსეს ავტომანქანაში, შემდეგ დაიწყეს გადაღება, თითქოს პირველად გაჩხრიკეს. 

 

ფიზიკურად გაუსწორდნენ სასტიკად, ტანსაცმელი შემოახიეს, თავზე, სახეზე აქვს დაზიანებები, მოთავსებულია წინასწარი დაკავების იზოლატორში, გაჩერებას, დანებებას არ აპირებს, მტკიცებულება გვაქვს, რომლითაც ჩვენ სიმართლეს დავამტკიცებთ”, – განაცხადა ბაბაევის უფლებადამცველმა კახა კალმახელიძემ. 

 

გორში ბიზნესმენი და სამოქალაქო აქტივისტი იოსებ ბაბაევი დააკავეს. მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.

 

თაგები:

დაკავება
Advertisement