Logo

ადვოკატი - ჯუანშერ ბურჭულაძის პოზიცია დღეს გავრცელდება განცხადების სახით, აქ ვიხილავთ ყველა დეტალს

სამართალი
131
Frontnews image description

ირაკლი ღარიბაშვილს რაც შეეხება,  მე ვერაფერს გეტყვით. არც ჯუანშერ ბურჭულაძე და არც მე არავის დაკავებას არ ვწყვეტთ, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატმა დიმიტრი ხაჩიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯუანშერ ბურჭულაძის პოზიცია დღეს გავრცელდება განცხადების სახით.

"ბატონი ჯუანშერის პოზიცია დღეს გავრცელდება განცხადების სახით დღის განმავლობაში, აქ ვიხილავთ ყველა დეტალს - ბრალთან დაკავშირებითაც და მის პოზიციასთან დაკავშირებითაც იქნება აღნიშნულ განცხადებაში. 
ზოგადად, პოზიცია არ შეუცვლია, იგივეა. 

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თავს კარგად გრძნობს. ამ მხრივ პრობლემები არ არის.

ირაკლი ღარიბაშვილს რაც შეეხება,  მე ვერაფერს გეტყვით. არც ჯუანშერ ბურჭულაძე და არც მე არავის დაკავებას არ ვწყვეტთ", - განაცხადა დიმიტრი ხაჩიძემ.

სუსმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის მითითებით, ხელოვნურად გაზარდეს ფასი და მილიონ 333 ათასი ლარით უფრო ძვირად შეისყიდეს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატი. იანვარში ბურჭულაძის ოჯახმა 544 ათას ევროდ ესპანეთში სახლი შეიძინა. უკანონო ქონების წარმოშობის წყაროს დამალვისა მიზნით კი გააფორმა სესხის და ნასყიდობის ფიქტიური ხელშეკრულებები წყნეთში უძრავი ქონების გასხვისების შესახებ. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

Advertisement