ადვოკატი - ხანმოკლე ვიზიტი მქონდა გამომდინარე იქიდან, რომ რთულია ახლა ამ ადამიანთან საუბარი ისეთი სტრესი აქვს მიღებული


ავტორი
Front News საქართველო
ხანმოკლე ვიზიტი მქონდა გამომდინარე იქიდან, რომ რთულია ახლა ამ ადამიანთან საუბარი ისეთი სტრესი აქვს მიღებული, - ამის შესახებ ალექსი ახვლედიანის ადვოკატმა ლალი აფციაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, ის ემოციურად მძიმე ვითარებაშია.
"ჯერ ბრალი არ აქვს წარდგენილი ბატონ ალექსის. ვიდრე ბრალს არ წარუდგენენ, საქმის მასალებთან არ მაქვს წვდომა. ხანმოკლე ვიზიტი მქონდა გამომდინარე იქიდან, რომ რთულია ახლა ამ ადამიანთან საუბარი ისეთი სტრესი აქვს მიღებული.
ვერ დაველაპარაკე, უმძიმეს მდგომარეობაშია. კითხვაც ვერ დავუსვი, უბრალოდ მოვიკითხე ჯანმრთელობის მდგომარეობა და ხომ არაფერი ესაჭიროებოდა ამ ეტაპზე, რაიმე დახმარება ხომ არ სჭირდებოდა.
საქმის მასალებზე წვდომა ამ ეტაპზე არ მაქვს, არ გადმომცემია, ბრალი წარდგენილი არ აქვს ადამიანს და აქედან გამომდინარე რა ინფორმაციაც თქვენ იცით, იგივე ვიცი მეც", - განაცხადა ლალი აფციაურმა.
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით კლინიკაშია გადაყვანილი. შსს-ს ინფორმაციით, მან თვითმკვლელობა სცადა. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
საქმეზე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.
თაგები:
ალექსი ახვლედიანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს