ადვოკატი – ხელისუფლებას არ სურს, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდეს საჯაროდ გამოჩენისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა


ავტორი
Front News საქართველო
ხელისუფლებას არ სურს, რომ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდეს საჯაროდ გამოჩენისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ამ მიზეზის გამო პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების პერმანენტული, როგორც წერილობითი, ასევე სიტყვიერი მოთხოვნის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის ჩანიშვნა არ ხდება.
“მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის ძალიან წუხს იმაზე, რომ უკვე 10 დღეზე მეტია, რაც იმყოფება პატიმრობაში და სასამართლო სხდომას არ ნიშნავენ. “ქართული ოცნების” ხელისუფლება, რომელიც ბოლო 8 წლის ბოლო განმავლობაში დაკავებული იყო ერთი მთვარი მესიჯის გაჟღერებით, რომ მიხეილ სააკაშვილი თურმე უნდა წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და ამას ელოდნენ, 10 დღეზე მეტია ადამიანი პატიმრობაშია, ვითხოვთ სასამართლო პროცესის ჩატარებას, თუმცა სასამართლო სხდომა არ ტარდება. ეს არის შეშინებული ხელისუფლების სახე, რომელსაც არ სურს, რომ მიხეილ სააკაშვილს ქონდეს საჯაროდ გამოჩენისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა”,- განაცხადა საძაგლიშვილმა.
