ადვოკატი - ლუკა კურტანიძე არის ძალიან დიდი პროვოკაციის მსხვერპლი იმ ძალების მხრიდან ქვეყანაში, რომლებიც ცდილობენ დესტაბილიზაციას


ავტორი
Front News საქართველო
ბრალს არ ვეთანხმებით და ვიმუშავებთ იმისთვის, რომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩეს ან წინააღმდეგ შემთხვევაში, მზად ვართ გირაო გადავიხადოთ, - ამის შესახებ ლუკა კურტანიძის ადვოკატმა ივანე მეფარიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ პროკურატურაც გირაოს შუამდგომლობას დააყენებს.
"ბრალს არ ვეთანხმებით და ვიმუშავებთ იმისთვის, რომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩეს ან წინააღმდეგ შემთხვევაში, მზად ვართ გირაო გადავიხადოთ. ჩვენ იმედი გვაქვს, პროკურატურის მხრიდანაც შუამდგომლობა დაყენებული იქნება არა პატიმრობა, არამედ გირაო.
კურტანიძე არის ძალიან დიდი პროვოკაციის მსხვერპლი იმ ძალების მხრიდან ქვეყანაში, რომლებიც ცდილობენ დესტაბილიზაციას და რაღაც არეულობის შემოტანას საზოგადოებაში", - განაცხადა ივანე მეფარიშვილმა.
"ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს, ჭიდაობის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს ლუკა კურტანიძეს პროკურატურამ ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლით წარუდგინა, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თაგები:
ლუკა კურტანიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს