Logo

ადვოკატი – მიხეილ სააკაშვილი ათამდე ადამიანმა იძულებით გადმოათრია, წელსზემოთ ტანსაცმელშემოხეული, მიწაზე თრევის გზით მიიყვანეს საკნამდე

პოლიტიკა
865
Frontnews image description

მიხეილ სააკაშვილი ათამდე ადამიანმა იძულებით, წელსზემოთ ტანსაცმელშემოხეული მიწაზე თრევის გზით მიიყვანეს დაწესებულებამდე,- ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა.

 

“მოატყუეს, რომ მიჰყავდათ სამოქალაქო კლინკაში და მან მხოლოდ აქ მოსვლის შემდეგ გაიგო სად იმყოფებოდა. მან ბუნებრივია, უარი განაცხადა მანქანიდან გადმოსვლაზე, რადგან ეს არ იყო, რაზეც მას თანხმობა ჰქონდა გაცემული და მას სრული უფლება აქვს უარი თქვას, სამედიცინო ჩარევაზე, რის შემდეგაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი იძულებით ათამდე სპეცრაზმელმა ან პენიტენციური სამსახურის თანამშრომელმა გადმოათრია მანქანიდან. ორგანიზებული ხმაურის ფონზე, რომელთაც წინასწარ მიაწოდეს ინფორმაცია საკუთარმა თანამზრახველებმა, ამჟამად ხელისუფლებაში მყოფებმა, რომ მიხეილ სააკაშვილი გადმოჰყავდათ, დაიწყეს მორალური შეტევა, ფსიქოლოგიური ზეწოლა მიხეილ სააკაშვილზე, რომელსაც არავითარი გავლენა არ ექნება არც მესამე პრეზიდენტზე, არც მისი ინტერესების დამცველებზე, უბრალოდ არის სირცხვილი და ძალიან კარგი ინდიკატორი თუ სადამდე დაეშვა ქართული სახელმწიფო.

 

მიხეილ სააკაშვილი ათამდე ადამიანმა იძულებით, წელს ზემოთ ტანსაცმელშემოხეული მიწაზე თრევის გზით მიიყვანეს დაწესებულებამდე. ფიზიკურ შეურაცხყოფას ცხადია, ჰქონდა ადგილი მესამე პრეზიდენტის მიმართ და არა მესამე პრეზიდენტის მიერ, ის უწევდა წინააღმდეგობას, არ არსებობს ისეთი ადამიანი, ვისაც მან ხელი დაარტყა.

 

პალატაში მოთავსების შემდგომ, ორმა ასევე ძალოვანი უწყების წარმომადგენელმა სცადა იძულებით ანალიზების აღება, სისხლის აღება, მას მიუახლოვდნენ შპრიცებით, რაზეც უარი განაცხადა, ხოლო მას შემდეგ, რაც სცადეს, რომ გაეკავებინათ და ისე აეღოთ სისხლის ანალიზები, მან კრა ხელი ანალიზატორს, რომელიც არ გაფუჭებულა, არ დაზიანებულა. 

 

ეს ფაქტი კიდევ ერთხე ცხადყოფს იმას, რომ დღევანდელ ხელისუფლებას აქვს ილუზორული ძალაუფლების შეგრძნება, გონია, რომ ათამაშებს კუნთებს, თუმცა ცეცხლს ეთამაშება”, – განაცხადა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები