
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს.
მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტი შთაბეჭდილებების ქვეშაა სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექსპერტების კეთილსინდისიერებითა და კვალიფიციურობით, ასევე, თავად ომბუდსმენის ინსტიტუტის მიმართ.
“მიხეილ სააკაშვილი არის სუსტად, ჩვენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მოვისმინეთ საკმაოდ კვალიფიციური შეფასება გუშინ ექიმების მხრიდან, სპეციალისტების მხრიდან, ასევე მოვისმინეთ ის, რომ ეხლა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მომენტში შეიძლება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდეს კრიტიკულად და საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევა, რომლის რესურსი ამ “სამკურნალო” დაწესებულებაში ფიზიკურად არ არსებობს, ეს ერთი და მეორე, იმ მდგომარეობაში რამდენად ეფექტიანი იქნება სამედიცინო სერვისის მიწოდება ესეც არის უცნობი, როგორც თავად ექიმებმა გააკეთეს განმარტებები.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის შთაბეჭდილების ქვეშ გუშინ საქართველოს სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი სპეციალისტების კეთილსინდისიერებით და კვალიფიციურობით, ასევე, თავად სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ, შესაბამისად ჩვენ ვნახეთ მათ მიერ სრულყოფილი შეფასება, როგორც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ისე მე-18 დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურის და ადამიანური რესურსების”, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს