ადვოკატი – მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ექსტრადირებაზე სავარაუდოდ, უარს იტყვის

ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ექსტრადირებაზე სავარაუდოდ, უარს იტყვის – ამის შესახებ ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა მესამე პრეზიდენტის რუსთავის ციხეში მონახულების შემდეგ განაცხადა.
“ალბათ, უარს იტყვის ექსტრადირებაზე. მისი პოზიციაა, რომ ის ჩამოვიდა თავის სამშობლოში და აპირებს პოლიტიკურ ბრძოლას“, – განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 1 ოქტომბერს სააკავეს. ის ადვოკატებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს პირველად მოინახულეს.
სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა. ზელენსკის თქმით, ის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ყველაფერს აკეთებს უკრაინის მოქალაქეების დაბრუნებისთვის ქვეყანაში და მიხეილ სააკაშვილიც უკრაინის მოქალაქეა.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


