ადვოკატი – მზია ამაღლობელი კვლავ ითხოვს, დაუყოვნებლივ დაბრუნდეს პენიტენციურ დაწესებულებაში


ავტორი
Front News საქართველო
ქალბატონი მზია კვლავ ითხოვს, დაუყოვნებლივ დაბრუნდეს პენიტენციურ დაწესებულებაში და ამბობს, რომ არავისგან არანაირ შეღავათს არ ითხოვს, – ამის შესახებ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მზია ამაღლობელის მოთხოვნაა, თუ რამე კვლევაა დარჩენილი, დღეს ჩატარდეს, ხვალ ექიმებიც შევიდნენ და მაქსიმუმ, ხვალ საღამოს დააბრუნონ პენიტენციურ დაწესებულებაში.
“ბატონ ზურასაც ვესაუბრე და კლინიკამ ითხოვა, კლინიკაში გარკვეული დრო დაეყო, კვლევები ჩატარებულიყო, რაღაც ცვლილებებიც აღმოჩნდა გასტროენტეროლოგიურ კვლევებში.
ქალბატონი მზია კვლავ ითხოვს, დაუყოვნებლივ დაბრუნდეს პენიტენციურ დაწესებულებაში და ამბობს, რომ არავისგან არანაირ შეღავათს არ ითხოვს. ხვალ, შესაძლოა, შემოვიდეს სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი მედიკოსთა ჯგუფი და უნდა გაირკვეს, რა სახის კვლევები იქნება საჭირო, დანარჩენი ხვალ გაირკვევა. ქალბატონი მზიას მოთხოვნაა, თუ რამე კვლევაა დარჩენილი, დღეს ჩატარდეს, ხვალ ექიმებიც შევიდნენ და მაქსიმუმ, ხვალ საღამოს დააბრუნონ პენიტენციურ დაწესებულებაში”, – განაცხადა ჯუბა ქათამაძემ.
“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი კლინიკა “ვივამედში” რჩება.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს