ადვოკატი – მზია ამაღლობელის თხოვნაა, რომ მისი სოლიდარობის მიზნით ვინც შიმშილობს, შეწყვიტონ შიმშილობა


ავტორი
Front News საქართველო
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. “ვივამედში“ გარკვეულის სახის კვლევები ჩაუტარდა. ექიმებს შევხვდი, – ამის შესახებ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ანალიზებში განსაკუთრებული პრობლემები არ არის ანალიზებში.
“მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. რა თქმა უნდა, შესუსტებულია. იცით, რომ აქვს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები, თუმცა მხნედ გრძნობს თავს. ბრძოლას აგრძელებს, რითაც შეუძლია. ხილულად, რაც ვნახე, რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ აქვს. აცხადებს, რომ შიმშილობს ყველა პოლიტიკური პატიმრისთვის. მისი თხოვნაა, რომ მისი სოლიდარობის მიზნით ვინც შიმშილობს, შეწყვიტონ შიმშილობა. ის ცინიკური განცხადებები, რაც მმართველი გუნდის მხრიდან ისმის მზიას შიმშილობაზე, უფრო ძალის მიმცემია მისთვის, რომ შიმშილობა გააგრძელოს.
ჩვენ ვთხოვეთ შეწყვიტოს, თუმცა გვიწევს პატივი ვცეთ მის გადაწყვეტილებას. „ვივამედში“ გარკვეულის სახის კვლევები ჩაუტარდა. ექიმებს შევხვდი. როგორც მითხრეს, ჯერ რაიმე განსაკუთრებული პრობლემები არ არის ანალიზებში. დოკუმენტაციას გადავამოწმებთ სხვა ექიმებთან”, – განაცხადა ჯუბა ქათამაძემ.
“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი კლინიკა “ვივამედში” რჩება.
თაგები:
მზია ამაღლობელი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს