ადვოკატი – მზია ამაღლობელთან პალატაში საკვები იყო დატოვებული, ეს არის სწორედ ფსიქოლოგიური ზეწოლა


ავტორი
Front News საქართველო
ადვოკატ მაია მწარიაშვილის განცხადებით, მზია ამაღლობელის პალატაში საკვები ჰქონდათ დატოვებული, ადვოკატის მითითების შემდეგ კი გაიტანეს.
“როდესაც ადვოკატი შევიდა მზიასთან დღეს პალატაში აღმოჩნდა, რომ საკვები უდევს იქ და მოშიმშილე ადამიანს იქ საკვები არ უნდა ედოს. ეს არის სწორედ ფსიქოლოგიური ზეწოლა. მას კი უნდა შესთავაზონ საკვები ყოველდღიურად, მაგრამ იქ არ უნდა ედოს, როდესაც ის უარს აცხადებს საკვებზე, ამიტომ როგორც კი ადვოკატმა ეს შენიშვნა მისცა შემდეგ გაიტანეს ეს საკვები”, – განაცხადა მწარიაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში.
დღეს ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი, რომელიც 25-ე დღეა შიმშილობს, კლინიკა “ვივამედში” მოინახულა.
მისი განცხადებით, მზია ამაღლობელს აქვს გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა თავს მხნედ გრძნობს და ბრძოლას აგრძელებს. მისივე თქმით, მზია ამაღლობელის თხოვნაა, რომ მისი სოლიდარობისთვის მოშიმშილეებმა შეწყვიტონ შიმშილობა.
თაგები:
მზია ამაღლობელი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს