Logo

ადვოკატი - პაატა ბურჭულაძე ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებს

სამართალი
265
Frontnews image description

პაატა ბურჭულაძის ადვოკატი ლევან ყველაშვილი აცხადებს, რომ პაატა ბურჭულაძე ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებს.

"სამი მუხლით არის ბრალდება წარდგენილი, თუმცა ბრალდების ოქმს კიდევ უფრო მეტად სიღრმისეულად შესწავლა სჭირდება, მათ შორის იმის გამო, რომ მტკიცებულებები ჯერჯერობით არ გადმოგვცემია. როგორც გამომძიებლისგან გავიგეთ, დღეს იქნება მტკიცებულებების გადმოცემის ნაწილიც და შესაძლოა, სავარაუდოდ, დღესვე ჩაინიშნება აღკვეთის ღონისძიებაც.

პოზიციას რაც შეეხება, ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებს, დანარჩენს უკვე მას შემდეგ გეტყვით და თვითონაც პოზიციას შეაჯერებს, როდესაც უკვე მტკიცებულებები გადმოგვეცემა", - განაცხადა ადვოკატმა.

პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს ბრალდება წარუდგინა. დაკავებულებს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

Advertisement