
ავტორი
Front News საქართველო
ბრალი არის აბსურდული. ყველაზე დიდი შეცდომა იყო ანასტასია ბერუაშვილის დაკავება, რადგან ბავშვი არაფრის თვითმხილველი არ ყოფილა, ვერც იქნებოდა, - ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ანასტასია ბერუაშვილის ადვოკატმა ქეთევან ვარდანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ანასტასია ბერუაშვილს და ნია იმნაძეს ერთმანეთი ერთადერთხელ ჰყავთ ნანახი რამდენიმე წუთით.
"ბრალი არის აბსურდული. ყველაზე დიდი შეცდომა იყო ანასტასია ბერუაშვილის დაკავება, რადგან ბავშვი არაფრის თვითმხილველი არ ყოფილა, ვერც იქნებოდა. ამ დანაშაულთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობდა. დაკავების შესახებ ოქმები და ასე შემდეგ, ყველანაირ საფუძველს მოკლებულია და სასამართლო დავებს გავაგრძელებთ.
ანასტასია ბერუაშვილს და ნია იმნაძეს ერთმანეთი ერთადერთხელ ჰყავთ ნანახი რამდენიმე წუთით. მათ არანაირი მეგობრული ურთიერთობა არ ჰქონიათ, არანაირი კონტაქტი არ ჰქონიათ“, - განაცხადა ქეთევან ვარდანაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს.
თაგები:
ანასტასია ბერუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს