ადვოკატი – როგორც გამომძიებელმა განგვიმარტა, საქმე ორი მუხლით არის აღძრული


ავტორი
Front News საქართველო
როგორც გამომძიებელმა განგვიმარტა, საქმე არის ორი მუხლით – სისხლის სამართლის კოდექსის 315 და 18-323 მუხლებით, ტერორიზმის მომზადება და შეთქმულება-ამბოხი, – ამის შესახებ ადვოკატმა თორნიკე ჩიქოვანმა სუსში მიმდინარე დაკითხვებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის სურვილია, მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხოს.
“როგორც გამომძიებელმა განგვიმარტა, საქმე არის ორი მუხლით – სისხლის სამართლის კოდექსის 315 და 18-323 მუხლებით, ტერორიზმის მომზადება და შეთქმულება-ამბოხი.
კანონიერი უფლება გამოვიყენეთ და გამომძიებელმა განგვიმარტა, რაზე ვიყავით დაბარებული და რა მუხლებზეა გამოძიება დაწყებული. ასევე, ბატონმა კონსტანტინემ გადაწყვიტა, რომ გამოძიებასთან ჩვენება აქ არ მიეცა და გამოკითხულიყო მაგისტრ მოსამართლესთან”, – განაცხადა ადვოკატმა თორნიკე ჩიქოვანმა.
კონსტანტინე ჯღამაიას თქმით, სავარაუდოდ, მასთან ერთად ყველა ქართველ მებრძოლს გამოკითხავენ.
“მე ერთი და ბოლო არ ვარ ალბათ, ყველა იქნება ვინც უკრაინაში ვიბრძოდით. რა არის ცუდი იმაში სამშობლოს ინტერესებს რომ ვიცავთ?! აფხაზეთიდან ვარ, სოხუმელი მეომარი ვარ”, – განაცხადა კონსტანტინე ჯღამაიამ.
ბესო ბენდელიანის თქმით კი, სუსის შენობაში ამბოხებები ესიზმრებათ.
“შენობაში, რომელშიც, როგორც ჩანს, პერიოდულად ნახულობენ რაღაც აბდაუბდა სიზმრებს, ესიზმრებათ ამბოხებები, გადატრიალებები და ასე შემდეგ, რაც სასაცილოა. 3 ათეულ წელზე მეტია, საქართველოს ბევრი პატრიოტი მოქალაქე იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ. მე კითხვებს პასუხს მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაბარების შემდეგ გავცემ, რადგან მე პირადად ამ უწყების არანაირი ნდობა არ გამაჩნია”, – განაცხადა ბესო ბენდელიანმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკრაინაში მებრძოლი ქართველები და ომის ვეტერანები გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც ცნობილია, გამოძიება ტერორიზმისა და ამბოხების მუხლებით მიმდინარეობს.
თაგები:
სუსი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს